ბერძენიშვილი და სამხარაული საპარლამენტო კომიტეტებს უხელმძღვანელებენ

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს თინათინ ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პარასკევს, 29 მაისს საქართველოს პარლამენტმა ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, ხოლო გელა სამხარაულის კანდიდატურა — აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

 უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება — რესპუბლიკელების“ წევრის — ლევან  ბერძენიშვილის კანდიდატურას ხმა 97-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო უმრავლესობის მეორე წევრის — გელა სამხარაულის კანდიდატურას — 95-მა. სამხარაულმა თავის დროზე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია დატოვა, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა.

 თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს თინათინ ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ხიდაშელი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თავმჯდომარეობდა და თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო აგულაშვილი — საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს. მან გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტი დაიკავა.

 სამხარაული და ბერძენიშვილი იმ კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები იყვნენ, რომლებსაც პარასკევს სათავეში ჩაუდგნენ.

ყველა ახალი ამბავი
0