თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასის“ წლიურ საერთო კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2014 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდების გაცემაზე.
„სს „თელასის“ არსებობის განმავლობაში პირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დივიდენდების გაცემაზე. სს „თელასის 2014 წლის მოგებიდან გაიცემა დივიდენდები 8 802 000 ლარის ოდენობით ფულადი სახით ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის ვადაში“ — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის 2014 წლის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მოგებამ გაყიდვებიდან დაახლოებით 276 მილიონი ლარი (120 მლნ$) შეადგინა. საოპერაციო საქმიანობიდან შემოსულმა თანხამ -35,8 მილიონი ლარი (15,5 მლნ $). კომპანიის მოგებამ 2014 წლის განმავლობაში — 28 მილიონ ლარამდე (12,2 მლნ$).
ელექტროენერგიის შესყიდვაზე 2014 წელს „თელასმა“173,1 მილიონი ლარი (75,3 მლნ $) დახარჯა.
სს „თელასი“ საქართველოში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი ქსელური კომპანიაა, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის განაწილებასა და გაყიდვას ახორციელებს. კომპანია 500 ათასზე მეტ მომხმარებელს აწვდის ელექტროენერგიას. 2003 წლის აგვისტოში „თელასი“ ჯგუფ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად „ინტერ რაო“ ფლობს „თელასის“ აქციათა 75%-ს, ხოლო დაახლოებოით 25% სახელმწიფოს საკუთრებაა.