კანონპროექტი 6 წლამდე ბავშვების სკოლებში დაშვებაზე კვლავ ჩავარდა

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშობლების მოსაზრება, რომ ბავშვი რომელმაც წერა-კითხვა იცის უკვე მზად არის სკოლისათვის, მცდარია. სასწავლო დატვირთვის ზრდასთან ერთად, ბავშვი უფრო მეტი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცევა.

თბილის, 29 მაისის — Sputnik. საქართველოს პარლამენტში კვლავ ჩავარდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, სკოლის პირველ კლასში შეძლებდნენ შესვლას ის ბავშვებიც, რომელთაც 2015 წლის ბოლომდე 6 წელი უსრულდებათ. 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის კობა სუბელიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კვლავ იქნა გატანილი კენჭისყრაზე პარასკევს, 29 მაისს. კანონპროექტს 148 დეპუტატიდან მხოლოდ 39-მა დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ მარტში დეპურტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს და იგი პირველი წაკითხვით იქნა მიღებული, მაგრამ მეორე წაკითხვით ერთი თვის შემდეგ — ჩავარდა.

 „მინდა კიდევ ერთხელ გადმოგცეთ მშობლების თხოვნა, რომ მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს, რათა ბავშვებმა შეძლონ სკოლაში წასვლა მიმდინარე წელს. ეს ბოლო შანსია კანონმდებლობისა და რეგლამენტის ფარგლებში. გთხოვთ გამოვიყენოთ ეს შანსი და რამდენიმე დღის გამო ნუ დავტოვებთ ბავშვებს სკოლის გარეთ“ — ამ სიტყვებით მიმართა სუბელიანმა კოლეგებს კენჭისყრამდე. 

 პასუხად,  პარლამენტის განათლების,  მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ტავმჯდომარის მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ  განაცხადა, რომ კომიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიცია უცვლელია.

 „იმავე ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მინდა შევახსენო უმრავლესობას, რომ არც კომიტეტს, არც განათლების სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია არ შეუცვლია და ჩვენ არ შეგვიძლია მისი მხარდაჭერა“ —აღნიშნა ქანთარიამ. 

 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 23 აპრილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ „კარგად დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა. მისი თქმით, პირველ კლასში ჩარიცხავენ მხოლოდ იმ ბავშვებს, ვისაც სასწავლო წლის დასაწყისისთვის უკვე 6 წელი შეუსრულდა. 

 ფსიქოლოგების მტკიცებით, მშობლების მოსაზრება, რომ ბავშვი რომელმაც წერა-კითხვა იცის უკვე მზად არის სკოლისათვის, მცდარია. სასწავლო დატვირთვის ზრდასთან ერთად, ბავშვი მეტი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცევა, რაც უფრო მკვეთრად იჩენს თავს უფროს კლასებში.

ყველა ახალი ამბავი
0