თბილისი, 29 მაისი — Sputnik. პარასკევს, 29 მაისს, 19 წლამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თავის პირველ თამაშს ესპანეთის ნაკრებთან გამართავს.
საბერძნეთში უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე U-19 საგზურის გათამაშების ჯგუფში საქართველოსა და ესპანეთთან ერთად თურქეთის და პორტუგალიის ნაკრებებიც შედიან.
მეორე ტურში, 31 მაისს, ქართველ ფეხბურთელებს პორტუგალიის გუნდი დაუპირისპირდება. 3 ივნისს, თამაშის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრები თურქებთან ითამაშებს. ყველა მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
უეფას ევროპის ჩემპიონატი U-19 6-დან 19 ივლისის ჩათვლით საბერძნეთში ჩატარდება.