საქართველოს პრემიერი კარგ ტურისტულ სეზონს ვარაუდობს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 1,381 მლნ ადამიანი შეადგინა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ 2015 წელს ქვეყანაში კარგი ტურისტული სეზონი იქნება.

”გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ასევე პოზიტიური სიგნალია და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია. ველოდებით, რომ კარგი ტურისტული სეზონი გვექნება", — განაცხადა პარასკევს, 29 მაისს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით შემცირდა და 1,381 მლნ ადამიანი შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0