ჟურნალისტები რუსეთიდან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

გამოწერა
25 რუსი ჟურნალისტი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო. ტურის მსვლელობისას ძირითადი აქცენტი სამედიცინო და კულტურულ ტურიზმზე გაკეთდა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რუსეთის ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული მედია-ტურის ფარგლებში, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. 

 „25 ჟურნალისტი რუსეთიდან 21-27 მაისს საქართველოში იმყოფებოდა. ამ ხნის მანძილზე ჟურნალისტები ეწვივნენ ქუთაისს, წყალტუბოს, ბორჯომს, გორს, სიღნაღს, წინანდალს, ყვარელს. ასევე დაათვალიერეს თბილისისა და მცხეთის ისტორიული რაიონები. ტურის განმავლობაში ძირითადი აქცენტი სამედიცინო და კულტურულ ტურიზმზე გაკეთდა“ — ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის შეტყობინებაში.

კახეთში რუსეთის მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. 

სამშობლოში დაბრუნებული ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე სტატიებს მოამზადებენ.


ყველა ახალი ამბავი
0