საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას რესპუბლიკის დღე მიულოცა

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომეხი ხალხი 28 მაისს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 97-ე წლისთავს აღნიშნავს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 28 მაისს თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს პირველი რესპუბლიკის დღე მიულოცა. 

„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული — რესპუბლიკის დღე“, — ნათქვამია მილოცვის ტექსტში.  

 როგორც საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სომეხმა ხალხმა გრძელი გზა გამოიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად, რომელიც დღეს წარმატებით ვითარდება სარგსიანის ხელმძღვანელობით.

 „მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“ — ნათქვამია მისალოც წერილში.

 სომეხი ხალხი 28 მაისს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 97-ე წლისთავს აღნიშნავს. ეს იყო სომეხი ხალხისათვის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი აქტი სომხეთის ისტორიულ  მიწებზე, სახელმწოფოებრიობის თითქმის 1000 წლიანი არ არსებობის შემდეგ. მან 1920 წლის 2 დეკემბრამდე იარსება. 


ყველა ახალი ამბავი
0