მარგველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს რესპუბლიკის დღე მიულოცა

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღეს აღნიშნავს. იგი პირველი საერო რესპუბლიკა იყო მუსულმანურ აღმოსავლეთში.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილხამ ალიევს რესპუბლიკის დღე მიულოცა და აზერბაიჯანს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 

 "აზერბაიჯანელმა ხალხმა უამრავ გამოწვევას გაუძლო, რომ დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და შეექმნა წარმატებული, სტაბილური და დამოუკიდებელი სახელმწიფო… ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას თქვენი ურყევი მხარდაჭერისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის“ —ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტში.

 ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც აზერბაიჯანმა მიაღწია. 

 „ღრმად მწამს, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში ჩვენ გავხდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის, კიდევ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარების მოწმენი მომავალში“, —აღნიშნულია მილოცვაში.

 მარგველაშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. 

 „მომავალში. ჩვენს ქვეყნებს შორის, მჭიდრო ისტორიული კავშირის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობა შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“- ნათქვამია მილოცვაში.

 აზერბაიჯანი 28 მაისს თავისი ისტორიის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ თარიღს — აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის დღეს აღნიშნავს. იგი პირველი საერო რესპუბლიკა გახდა მუსულმანურ აღმოსავლეთში, თუმცა მხოლოდ 23 თვე იარსება. 1920 წლის 28 აპრილს ბაქოში ბოლშევიკების მე-11 წითელი არმია შევიდა და რესპუბლიკა დაეცა. 

 რესპუბლიკის დღე — სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 1990 წლიდან აზერბაიჯანში აღინიშნება როგორც სახელმწიფო დღესასწაული. 

ყველა ახალი ამბავი
0