თბილისი, 28 მაისი — Sputnik. 28 მაისს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე C.T. Park —ის ავტოსადგომთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავა.
შეხლა-შემოხლა პოლიციასთან თბილისის დროით 13 საათზე მოხდა.
„ჩვენი პარტიის წევრები აქციაზე მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებასა და საჯარიმო ქვითრების გასაჩივრებას სთავაზობდნენ. მათ მოაგროვეს რამდენიმე საჯარიმო ქვითარი, რის შემდეგაც მოვიდა პოლიცია და აქციის შეწყვეტა მოითხოვა. ამას შეხლა-შემოხლა მოყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. შედეგად, აქციის ხელმძღვანელი ბეჟან გუნავა დააკავეს“ — განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარემ კახა კუკავამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის გუნავა შსს-ს საგამოძიებო იზლატორში იმყოფება, სასამართლო სხდომა კი დღის ბოლოსათვის გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, მას ბრალად ხულიგნობას და სამართალდამცავთათვის წინაღმდეგობის გაწევას წაუყენებენ.