საქართველოში სამხედრო ნარჩენების უტილიზაცია გრძელდება

© facebook.com/mod.gov.geქართულ-ამერიკული სწავლებები
ქართულ-ამერიკული სწავლებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის განხორციელება ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტი 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას გულისხმობს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ხუთშაბათს, 28 მაისს ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA), საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელ სკრაში შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდის სამუშაოების მსვლელობას გაეცნენ.

 ”პროექტის განხორციელება (”საქართველო IV”) ნატოს უზრუნველყოფის სააგენტომ 2014 წლის დასაწყისში დაიწყო. პროექტი 2008 წლის ომის დროს აფეთქებული შეიარაღების საცავის ნარჩენი საბრძოლო მასალებისგან გაწმენდას ითვალისწინებს. მისი წამყვანი ქვეყნები ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკებია. მათ გარდა, პროექტის ბიუჯეტში წვლილი ნატოს წევრმა და პარტნიორმა თორმეტმა ქვეყანამ შეიტანა”, — აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 სტუმრებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პროექტის უშუალო შემსრულებლის — სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა"- სა და საინჟინრო ბრიგადის EOD-ს ასეულის წარმომადგენლებისგან მიიღეს. სტუმრები ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ, რომელსაც EOD ასეული და დელტა საცავის აფეთქების შედეგად გაბნეული საბრძოლო მასალების მოძიების, გამოტანის, დახარისხების, საფრთხის შემცველი ნაწილების უტილიზაციის და განადგურებისას იყენებენ. 

 პროექტის ბიუჯეტი 1,6 მილიონ ევროს შეადგენს და ორ წელზეა გათვლილი.  

 საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა ”პარტინიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის” სამი პროექტი — ”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”.

ყველა ახალი ამბავი
0