მოხსენება: უკრაინის ევროკავშირში მიღება დიდი შეცდომა იქნება

© public domainკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ევროპას უკრაინაში თავისი ფასეულობების დამკვიდრება სურს, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს. მაგრამ იზიარებს თუ არა თავად კიევი ამ გეგმებს, ჯერ აშკარა არ არის, – ნავარაუდევია მოხსენებაში, რომელიც შვეიცარულმა „ორგანიზებული დანაშაულის ობსერვატორიამ“ მოამზადა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. უკრაინა შესაძლოა ევროპის საგარეო პოლიტიკის მეორე მსხვილ შეცდომად იქცეს იუგოსლავიის შემდეგ, რადგან მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანად რჩება, მიუხედავად იმ პოლიტიკური ცვლილებებისა, რომლებიც კიევში ევრომაიდნის შემდეგ მოხდა, – ნათქვამია „ორგანიზებული დანაშაულის ობსერვატორიის მოხსენებაში“, რომელიც უკრაინაში არსებულ სიტუაციას ეძღვნება, და რომელიც რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ განკარგულებაში მოხვდა. 

თითქმის 200 გვერდიან მოხსენებას ჰქვია „უკრაინა და ევროკავშირი: დანაშაულებრივი ექსპლუატაციის გადალახვა თანამედროვე დემოკრატიის მიმართულებით“. მოხსენება უკრაინაში 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე არსებული სიტუაციის კვლევას ეფუძნება, რომელიც ჟენევის უსაფრთხოების საუნივერსიტეტო ობსერვატორიამ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის შემსწავლელმა ამერიკულმა  ცენტრმა (TRACCC) და ასევე ბაზელის მართვის ინსტიტუტმა ჩაატარეს. თუმცა მოხსენებაში გაანალიზებულია ბოლოდროინდელი მოვლენებიც – 2015 წლის თებერვლის მინსკის შეთანხმების ჩათვლით. 

 

მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა 

 „მიუხედავად უამრავი პოლიტიკური ცვლილებისა, უკრაინა კვლავაც რჩება ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის. მოხსენებაში, სხვა მრავალ დასკვნასთან ერთად, საუბარია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებაზე ოლიგარქიული ჯგუფების მაღალი გავლენის გამო ფართოდ გავრცელებულ ინტერესთა კონფლიქტზე. გარდა იმისა, რომ ეს ემუქრება დემოკრატიას, არსებული პრობლემები სერიოზულად უშლის ხელს  უკრაინის ევროკავშირთან ურთოერთობას“, – ნათქვამია მოხსენების წინასიტყვაობაში.

მოხსენების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ დღეისათვის უკრაინა რჩება „ქვეყანად, რომელიც ომის მდგომარეობაშია და აქვს უკიდურესად არასტაბილური ეკონომიკა“. ექსპერტების აზრით, იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი  შედარებით სტაბილური იყო. 

„რევოლუციამდე უკრაინა აღარ იყო როგორც მას ხშირად ახასიათებდნენ ორგანიზებული დანაშაულის ქვეყანა. ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებების გავლენა მართალია იგრძნობოდა, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული.  აშკარაა, რომ სამოქალაქო ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა მსგავსი კრიმინალური დაჯგუფებების რეორგანიზაცია, რომელთა წევრების დიდი ნაწილი სამართალდამცავ ორგანოებსა და ისეთ სტრატეგიულ სტრუქტურებში ინტეგრირდა, როგორებიცაა პორტები, გამწმენდი სტრუქტურები და სამრეწველო საწყობები“, – აღნიშნულია დოკუმენტში. 

მოხსენების ავტორები კანონმდებლობის დარღვევისა და სხვა დანაშაულებებისა და მაქინაციების კონკრეტული მაგალითების მოყვანით, აკეთებენ ძირითად დასკვნას, რომ „დემოკრატია ვერ დაინერგება გარედან და რომ უკონტროლო დანაშაულებებმა შესაძლოა მთელი გეოგრაფიული ზონა და უზარმაზარი მოსახლეობა ომამდე, სიძულვილამდე და სისასტიკემდე მიიყვანოს. ეს ცივილიზაციის სარკალს შემოაცლის ყოველივე იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში შეუქმნია ადამიანს“. ამის დასტურია უკრაინაში დანაშაულის, სახელისუფლებო კორუფციისა და  საერთო კრიმინალის  მასშტაბური მძვინვარება ევრომაიდნის შემდეგ. 

კერძოდ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ „ნებისმიერი მხარე, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობს, ვალდებული იქნება ურთიერთობა იქონიოს ოლიგარქიულ სტრუქტურებთან დაკავშირებულ ჯგუფებთან“, ვინაიდან კორუფცია და ინტერესთა კონფლიქტი ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. 

ამასთან, თუკი იანუკოვიჩის დროს ოლიგარქები სახელმწიფო ხაზინიდან ფულს ირიბად ან პირდაპირ იღებდნენ ტენდერების, საგადასახადო მანიპულაციებისა და საბანკო ოპერაციების გზით, ახლა ეს ფული „სულ უფრო მეტად შემოდის უცხოეთიდან“, კერძოდ, ევროკავშირიდან, აშშ–დან და ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. მთელი ეს ფინანსირება უკრაინაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის განმტკიცების პირობით ხორციელდება, რომელიც არ სრულდება, – ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინაში დიდ პრობლემად რჩება უკანონო მოღვაწეობა და ვაჭრობა, რომელიც 2014 წლის მაის–ივნისიდან სამომხმარებლო საქონელზეც გავრცელდა, აღნიშნულია დოკუმენტში. 

 აღმოსავლეთში ბრძოლების გაგრძელებას დიქტატურისკენ მივყავართ

ექსპერტებმა ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციაც შეაფასეს. მათი აზრით, „უკრაინის სამოქალაქო ომიდან გამოსვლა“ მხოლოდ ორი გზით შეიძლება. ეს ან სახელმწიფოს ეფექტური ორგანიზებაა, ან დიქტატურა, რომელიც იძულებით დაამყარებს რეგიონში მშვიდობას. ამასთან, რამდენადაც ქვეყნის აღმოსავლეთში სიტუაცია ორივე მხარისთვის ჩიხშია შესული, ის შეიძლება განვითარდეს მხოლოდ სამხედრო, ოლიგარქიული თუ აბსოლუტური დიქტატურის მიმართულებით, ნათქვამია დოკუმენტში. 

ანალიტიკოსთა აზრით, აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერებისკენ მიჰყავს და ის შესაძლოა იმდენად ძლიერი გამოდგეს, რომ მხოლოდ მთელი უკრაინა კი არ მოიცვას, არამედ „დაასნებოვნოს რუსეთი, ევროკავშირი და აშშ“. 

ამგვარად, „უკრაინა ევროპისთვის შურისძიების ქალღმერთ ნემესიდად გაიქცევა“. 

მთლიანობაში დოკუმენტის ავტორები სამწუხარო დასკვნამდე მიდიან: „უკრაინა შესაძლოა ევროპის საგარეო პოლიტიკის მეორე მსხვილ შეცდომად იქცეს იუგოსლავიის შემდეგ, ვინაიდან ევროკავშირმა ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება“. ამასთან თუ ევროპას უკრაინაში თავისი ფასეულობების დამკვიდრება სურს, დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევს. მაგრამ იზიარებს თუ არა თავად კიევი ამ გეგმებს, ჯერ აშკარა არ არის, ნათქვამია მოხსენებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0