ალიევი: აზერბაიჯანს გაზის მიწოდება კიდევ 100 წელი შეუძლია

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანსანატოლიურ პროექტთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, გაზის ექსპორტს უფრო თურქეთის ბაზარზე მოვახდენთ, განაცხადა ალიევმა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მთელი ძალისხმევა მიმართულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის და ტრანსანატოლიური პროექტის მშენებლობის დროული და შეიძლება ითქვას ვადამდელი გაფართოებისკენ, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის ეროვნული დღესასწაულის — რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე. ამის შესახებ ხუთშაბათს სააგენტო sputnik.az. იუწყება.

”ვფიქრობ, დასახულ მიზნებს დროულად და შესაძლებელლია უფრო ადრეც მივაღწიოთ”, — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. 

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ტრანსანატოლიური პროექტთან დაკავშირებით არანაირი ხელოვნური წინააღმდეგობები არ წარმოიქმნება: ”რადგანაც, თუ ასეთი წინაღობები წარმოიშვება, მაშინ მოგებული მხარე, რა თქმა უნდა, არ იქნება”.

”ასევე უნდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის გაზის მდიდარი რესურსები ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს სულ მცირე, 100 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებით. სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე ჩვენი გასვლისთვის კონკრეტული ნაბიჯები უკვე იდგმება. თუ ტრანსანატოლიურ პროექტთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა იჩენს თავს, მაშინ გაზის ექსპორტს უფრო თურქეთის ბაზარზე მოვახდენთ. მსურს აღვნიშნო, რომ ბაზრებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გავქვს. უბრალოდ, ტრანსანატოლიური პროექტის ყველა მონაწილემ კეთილსინდისიერად უნდა იმოქმედოს და ხელოვნური პრობლემები არ შექმნას. მომავალში ჩვენი სტრატეგიული მიზანი, რა თქმა უნდა, გაზის სამხრეთ დერეფნის სრულად ამოქმედებაა ”შაჰდენიზის” საბადოს დამუშავებასთან ერთად”, — განაცხადა ალიევმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0