მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფესტივალი ”საქართველოს ატმოსფერო” კიევში ივნისში გაიმართება

© https://www.facebook.com/events/746124772171354/"საქართველოს ატმოსფერო"
საქართველოს ატმოსფერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძები, რომლებსაც უკრაინაში არსებული ქართული რესტორნები წარმოადგენენ. ასევე დაგეგმილია ქართული ანსამბლების კონცერტები და მასტერ-კლასები. ქართული ცეკვების შესწავლის მსურველებს შეეძლებათ ქართულის, შალახოსა და ლეკურის ცეკვის შესწავლა.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. უკრაინულ-ქართული მეგობრობის ფესტივალზე ”საქართველოს ატმოსფერო” შესაძლებელი იქნება გახდე ნამდვილი ქართული სუფრის სტუმარი, გასინჯო ეროვნული სამზარეულოს კერძები, ისწავლო ქართული ცეკვა და სიმღერა. ფესტივალი კიევში 13-14 ივნისს ჩატარდება, ნათქვამია  ღონისძიების სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

”უკრაინას და საქართველოს დიდი ხნის მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ. ბოლო წლების მოვლენებმა ჩვენი ხალხები კიდევ უფრო დაახლოვა. დღეს გვინდა ეს საოცარი ქვეყანა გავაცნოთ მათ, ვინც იქ ჯერ არ ყოფილა და ხელახლა შევაყვაროთ მათ, ვინც მოასწრო უძველესი სახელმწიფოს კულტურასთან შეხება. როგორები არიან ისინი, ნამდვილი ქართველები, რა არის ქართული სუფრა, რაშია ქართული კინემატოგრაფიის თავისებურება, როგორ შევიგრძნოთ ამ თვითმყოფადი ხალხის სული? სწორედ ამის შესახებ გვიამბობს ჩვენი ფესტივალი ”საქართველოს ატმოსფერო”, — განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა კატერინა სტარუნსკაიამ.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ქართული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძები, რომლებსაც უკრაინაში არსებული ქართული რესტორნები წარმოადგენენ. ასევე დაგეგმილია ქართული ანსამბლების კონცერტები და მასტერ-კლასები. ქართული ცეკვების შესწავლის მსურველებს შეეძლებათ ქართულის, შალახოსა და ლეკურის ცეკვის შესწავლა.

ფესტივალის ორგანიზატორები დიდ საინფორმაციო ბანერს ამზადებენ, რომელიც სტუმრებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ მოუთხრობს. ექსპოზიციის საფუძველი კი უკრაინელი და ქართველი ფოტოგრაფების სურათები იქნება, რომლებიც დამთვალიერებლებს საქართველოს პეიზაჟებს გააცნობს.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაგზავნოს ან უბრალოდ, მიიტანოს და ბანერზე დაამაგროს საქართველოსთან დაკავშირებული საკუთარი ფოტო.

ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს დაეთმობათ. მათთვის ორგანიზატორები ამზადებენ სხვადასხვა მასტერ-კლასებსა და გასართობ ღონისძიებებს.

ფესტივალი ”საქართველოს ატმოსფერო” უკრაინაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით გაიმართება, რომელიც ”ატმოსფეროს” საგალერეო სივრცეში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0