არასრულწლოვანები უცხოეთის პასპორტებს მშობლების თანხმობით მიიღებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი ცვლილებები შედის კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის წესების შესახებ“.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონპროექტს უცხოეთის პასპორტის 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორივე მშობლის თანხმობის გარეშე გაცემის აკრძალვის თაობაზე. 

კანონპროექტის თანახმად, პასპორტის მისაღებად ერთ-ერთი კანონისმიერი წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ 16 წლამდე ასაკის ბავშვს არ ჰყავს მეორე კანონისმიერი წარმომადგენელი. 

ხოლო ის არასრულწლოვანები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი, პასპორტის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ერთი წარმომადგენლის თანხმობით, თუ მეორე ძებნაშია, დაიღუპა ან მიიჩნევა უგზოუკვლოდ დაკარგულად, ლოგინადაა ჩავარდნილი ან თუ ბავშვს ზრდის მარტოხელა დედა. 


ყველა ახალი ამბავი
0