ბერძენიშვილი და სამხარაული შესაძლოა პარლამენტის კომიტეტებს ჩაუდგნენ სათავეში

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გელა სამხარაული და ლევან ბერძენიშვილი დღეისათვის იმ კომიტეტების პირველი მოადგილეები არიან, რომლებსაც შესაძლოა სათავეში ჩაუდგნენ. საკითხს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დააყენებენ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ლევან ბერძენიშვილის (ფრაქცია  „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“), ხოლო აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – უმრავლესობის წევრის გელა სამხარაულის კანდიდატურა. გელა სამხარაული "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო, რომელმაც თანამოაზრეები მათი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ დატოვა.

ეს პოზიციები ვაკანტური მას შემდეგ  გახდა, რაც საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს დეპუტატის უფლებამოსილებები შეუჩერა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თინათინ ხიდაშელს, რომელიც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.

 „მე მქონდა კონსულტაციები უმრავლესობის  ფრაქციებთან, რის შედეგადაც ვიჩენ ინიციატივას, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე გელა სამხარაულის კანდიდატურა წარსდგეს, ხოლო ევროინტეგრაციის კომიტეტის ვაკანტურ პოზიციაზე – ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა… ბიურომ ეს უნდა გაითვალისწინოს“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხუთშაბათს, 28 მაისს გამართულ ბიუროს სხდომაზე.

სამხარაული და ბერძენიშვილი დღეისათვის იმ კომიტეტების პირველი მოადგილეები არიან, რომლებსაც  შესაძლოა სათავეში ჩაუდგნენ. საკითხს კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე დააყენებენ.


ყველა ახალი ამბავი
0