თბილისში ერთდროულად წიგნის ორი ფესტივალი გაიხსნა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდისა და თბილისიის მერის მხარდაჭერით ჩატარდება. ეს ფესტივალი მეთვრამეტედ იმართება და მას ყოველწლიურად 70 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ხუთშაბათს, 28 მაისს საგამოფენო ცენტრი Expo Georgia თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს და თბილისის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს, რომელზეც ინგლისურენოვანი გამოცემები იქნება წარმოდგენილი. 

”სტუმრებს ელოდება განსაკუთრებული ფასდაკლებები 60-მდე გამომცემლისა და წიგნის გამავრცელებლისგან, ახალი გამოცემების პრეზენტაციები, ქართველ ავტორებთან შეხვედრები, მოეწყობა სახალხო კითხვა, ბლოგერების კონკურსი და დაჯილდოება, ასევე გასართობი პროგრამა და ბავშვთა კუთხე პატარა მკითხველებისთვის”, — განაცხადეს წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. ეს ფესტივალი თბილისში მეთვრამეტედ იმართება. მას ყოველწლიურად 70 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

თბილისის წიგნის ფესტივალი, თავის მხრივ, სტუმრებს სხვადასხვა ჟანრის ინგლისურენოვან წიგნებს შესთავაზებს: მხატვრულ ლიტერატურას, სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას, თრილერებს, ფანტასტიკას, თანამედროვე ლიტერატურას, სათავგადასავლო და ისტორიულ ნაწარმოებებს, პოეტურ კრებულებს, საბავშვო ლიტერატურას, ასევე წიგნებს ხელოვნების, სპორტის, მოდის, ფოტოგრაფიის შესახებ.

”წიგნის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა, შეხვდე და პირადად გაეცნო იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს კითხვა ინგლისურ ენაზე და უყვარს ინგლისური ენა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე თუ როგორ დავაინტერესოთ მკითხველი და გავაფართოოთ ასორტიმენტი”, — აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ფესტივალზე უცხოელ სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი სერბი პოეტისა და პროზაიკოსის მილორად პავიჩის მეუღლე, მწერალი იასმინა მიხაილოვიჩი და არაბ გამომცემელთა დელეგაცია.

ორივე წიგნის ფესტივალი 31 მაისამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0