მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ–მა ფიფას სკანდალში გახვეული არგენტინელების გადაცემა მოთხოვა

© photo: Sputnik / Andrey Maximov / გადასვლა მედიაბანკშიარგენტინა
არგენტინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ არგენტინის საგარეო უწყებას შესაბამისი მოთხოვნა გაუგზავნა. გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებენ.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში არგენტინელების ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა ოთხშბათს, საღამოს მიიღო და იგი სასამართლო ორგანოებს გადასცა. საქმე ფიფას გარშემო აგორებულ სკანდალში მონაწილე არგენტინელებს ეხება. ამის შესახებ ადგილობრივ სააგენტო Telam-ზე დაყრდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება. 

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ოთხშაბათს აშშ-ის საელჩომ არგენტინის საგარეო უწყებას გაუგზავნა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა სამი არგენტინელის — უგო ხინკისის, ალეხანდრო ბურსაკოსა და მარიანო ხინკისის დაკავების შესახებ. ეს დოკუმენტები ფედერალურ მოსამართლე მარსელო მარტინეს დე ჯორჯის დაუყოვნებლივ გადაეცა.

ბურსაკო კომპანია Torneos y Competencias პრეზიდენტია, უგო ხინკისი და მისი ვაჟი — კომპანია Full Play-ს დირექტორები. ამერიკული მხარე ეჭვობს, რომ ისინი ფუნქციონერებისთვის ფიფასთან ან მასში შემავალ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ უკანონო გადახდებში მონაწილეობდნენ. ექსტრადიციის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, დღის განმავლობაში მიიღებს.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ციურიხში კორუფციის ბრალდებით ფიფას რიგი მაღალჩინოსნები დააკავეს. ბრალმდებლები ფიფაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფართომასშტაბიანი კორუფციის შესახებ საუბრობენ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე განაცხადების მიღებას, მარკეტინგულ და სამაუწყებლო გარიგებებს ეხება. ბრალდება ასევე მოიცავს თაღლითობას, რეკეტს და ფულის გათეთრებას. ჩინოვნიკები ციურიხის სასტუმროში დააკავეს, რომლებიც 29 მაისს დაგეგმილი ფიფას მომავალი პრეზიდენტის არჩევნებისთვის იყვნენ შეკრბილნი.


ყველა ახალი ამბავი
0