მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გრუშკო: ნატოს გაფართოება ევროუსაფრთხოებისთვის ნაღმის ჩდების ტოლფასია

© Public Domainნატო
ნატო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრ გრუშკო არ თვლის, ”რომ ბევრია ენთუზიასტი, რომელიც უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე რეალურად ფიქრობდეს”.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. უკრაინის და საქართველოს ნატოში შესვლა ევროპულ უსაფრთხოებას ”ნაღმს დაუდებს” და ეს ალიანსში გააზრებული აქვთ, მიიჩნევს ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრ გრუშკო, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ფუნდამენტური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან. რა თქმა უნდა, როდესაც ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებსაც ესმით, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები ალიანსში, რომლებსაც ესმით, რის შესახებ საუბრობენ ისინი, ეს, ფაქტობრივად, განუხორციელებელი სცენარია, რადგან ყველას გააზრებული აქვს, რომ ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი ნაღმი იქნება. ამიტომ, არ ვფიქრობ ბევრი იყოს ენთუზიასტი, რომელიც უკრაინის და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე რეალურად ფიქრობდეს”, — განაცხადა მან ტელეარხ ” Россия 24”-ის ეთერში.


ყველა ახალი ამბავი
0