მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

BBC: ერთი წლის განმავლობაში პოროშენკო შვიდჯერ გამდიდრდა

© RIA Novostiპოროშენკო
პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, პეტრო პოროშენკომ საკუთარი შემოსავალი შვიდჯერ გაზარდა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე პრეზიდენტის კეთილდღეობის ასეთი მკვეთრი ზრდა ძნელი ასახსნელია.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტი გახდა, პეტრო პოროშენკოს შემოსავალი რამდენჯერმე გაიზარდა, – იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" BBC-ზე დაყრდნობით. სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მოხდა იმ ეკონომიკური ვარდნისა და სირთულეების ფონზე, რომელთან შეჯახებაც მოუწია პოროშენკოს ბიზნესს რუსეთში. 

2013 წელს პოროშენკომ დეკლარაციაში საერთო შემოსავლის 51 მლნ გრივნა (2 მლნ აშშ დოლარი) მიუთითა. ამასთან, ძირითადი წილი ფასიანი ქაღალდებისა და კორპორაციული უფლებების გაყიდვაზე მოდიოდა. 

2014 წელს „სურათი კარდინალურად შეიცვალა“: 369 მლნ გრინვიდან (17 მლნ აშშ დოლარზე მეტი) მხოლოდ 11,2 მლნ მოდიოდა ფასიანი ქაღალდებისა და კორპორაციული უფლებების გაყიდვაზე, ხოლო შემოსავლის 90%–ს საანაბრო პროცენტები და დივიდენდები შეადგენდა.   

შესაძლოა, ეს 2014 წელს გრივნის კურსის ვარდნით აიხსნას. არ არის გამორიცხული, რომ პოროშენკოს ფული სავალუტო ანგარიშებზე ჰქონოდა შენახული და  გრივნებში გამოსახული მოგება დოლარის კურსის ზრდის გზით მიეღო. თუმცა მარტო ამ ფაქტით ვერ აიხსნება პრეზიდენტის შემოსავლის ასეთი მკვეთრი ზრდა. 

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პოროშენკოს შეეძლო დივიდენდები მიეღო, როგორც საკუთარი ბიზნეს-სტრუქტურების აქციონერს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. გარდა ამისა, საკონდიტრო ფაბრიკა „როშენმა“, რომელიც პოროშენკოს ეკუთვნის, ერთი წლის განმავლობაში ცხრაჯერ გაზარდა შემოსავალი. 

წინასაარჩევნო დაპირებისა და უკრაინის კონსტიტუციის მიუხედავად, პოროშენკომ არ გაყიდა საკუთარი ბიზნესი. „როშენის“ გარდა მას ასევე ეკუთვნის ქარხანა „ლენინის სამჭედლო“, რამდენიმე სასურსათო კომპანია, ავტოსამშენებლო კორპორაცია „ბოგდან-ავტო“, შუშისა და სახამებლის დამამზადებელი საწარმოები, სადაზღვევო კომპანია, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი და რამდენიმე ტელე- და რადიოკომპანია. 

სოციოლოგიური სამსახურის „უკრაინული ბარომეტრის“ დირექტორი ვიქტორ ნაბოჟენკო პოროშენკოს „სერიოზული პოლიტიკური შედეგების თაობაზე“ აფრთხილებს. „როგორ აღიქმება პრეზიდენტი-ოლიგარქი, როცა ომის გამო ეკონომიკა დაეცა, ხალხის კეთილდღეობა შემცირდა, ხოლო მისი ქონება გაიზარდა?“ – კითხულობს იგი. 

„პოროშენკო იყო და რჩება უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ოლიგარქად. პოლიტიკურ კულუარებში ახლა ხუმრობენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის დეოლიგარქიზაციის ამოცანას ერთი გზით შეასრულებს: ისე გააკეთებს, რომ უკაინაში მხოლოდ ერთი ოლიგარქი დარჩება. პრეზიდენტის ბიზნესის გაყიდვის ტემპები იძლევა საფუძველს იმის ვარაუდის, რომ ეს პროცესი მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე გაგრძელდება ან პოროშენკო არ გეგმავს იყოს პრეზიდენტი სრული ხუთი წლის განმავობაში“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტმა სერგეი რუდენკომ.

 


ყველა ახალი ამბავი
0