თბილისის მეტროში მომხდარი ინციდენტის გამო ბავშვმა 4 თითი დაკარგა

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესკალატორიდან გადმოსვლისას 7 წლის ბავშვს ფეხი კიბის კბილანებში გაეჭედა. ბავშვს თან ნათესავები ახლდნენ.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ექიმებმა ბავშვს მარჯვენა ფეხზე ოთხი თითი მოკვეთეს, რომელიც ესკალატორში ჩაყოლისას დაუზიანდა, – იუწყება თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის  პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 28 მაისს. 

უბედური შემთხვევა ოთხშაბათს, 13:40 საათზე მოხდა მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“. ესკალატორიდან გადმოსვლისას 7 წლის ბავშვს ფეხი კიბის კბილანებში გაეჭედა. ბავშვს თან ნათესავები ახლდნენ. 

„ის თავს კარგად გრძნობს. ბავშვს მარჯვენა ფეხის ოთხი თითის ამპუტაცია დასჭირდა“, – განაცხადა პრეს–სამსახურის თანამშრომელმა. 


ყველა ახალი ამბავი
0