მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხიდაშელი ავღანეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინათინ ხიდაშელი „გადამწყვეტი მხარდამჭერის“ მისიის შტაბში კოალიციური სარდლობის მეთაურს, არმიის გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან როლს მისიაში.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოსადა ავღანეთის თავდაცვის მინისტრებმა თინათინ ხიდაშელმა და მუჰამედ მასუმ სთანექზაიმ ოთხშაბათს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – იუწყება საქართველოს თავდაცვის უწყების პრეს-სამსახური ხუთშაბათს, 28 მაისს. ეს ხიდაშელის ბოლო შეხვედრა იყო ავღანეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში. 

„ავღანეთის თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილესთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, რომლებზეც ორმხრივ ურთიერთობებზე ვიმსჯელეთ, ოღონდ არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ზოგადად ორ ქვეყანას შორის. თქვენთვის ცნობილია, რომ სამხედრო კუთხით ავღანეთთან ჩვენ დიდი ხანია რაც ვთანამშრომლობთ, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა სეგმენტები არცთუ ისე აქტიურია“, – განაცხადა ხიდაშელმა. 

მისი თქმით, ივნისი შუა რიცხვებში საქართველოს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. 

„გაჩნდება უფრო მეტი შესაძლებლობები ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპულად სხვა დონეზე გადასვლისთვის. ჩვენ ასევე ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ რა ტიპის მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ავღანეთის არმიას“, – აღნიშნა მინისტრმა.

 გარდა ამისა, თინათინ ხიდაშელი „გადამწყვეტი მხარდამჭერის“ მისიის შტაბში კოალიციური სარდლობის მეთაურს, არმიის გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან როლს მისიაში. 

გენერალმა კემპბელმა მადლობა გადაუხადა ხიდაშელს ქართული კონტინგენტის საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა მათ მაღალ პროფესიონალიზმსა და საბრძოლო სულს. 

„მე შევხვდი გენერალ კემპბელს, რომელმაც უზარმაზარი მადლიერება და პატივისცემა გამოხატა ქართული არმიისა და სამხედროების მიმართ. პრინციპში, ამას ყველა ადასტურებს და ამტკიცებს ყველა შეხვედრაზე“, – განაცხადა ხიდაშელმა. 

„გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიის შტაბში ქართველი მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ჯარისკაცებს და მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი. მინისტრმა ჯარისკაცებს ასევე გადასცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა. მოგვიანებით ხიდაშელი გაეცნო სამხედროთა მუშაობისა და ცხოვრების პირობებს.

ავღანეთში ვიზიტის ბოლო დღეს თინათინ ხიდაშელი ქაბულის სამხედრო აეროპორტის HKAIA ბაზის თურქ სარდალს, გენერალ-მაიორ მეჰმედ ბაქირს შეხვდა.


ყველა ახალი ამბავი
0