თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ლეგენდარულმა არგეტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრებას სიამოვნებით ადევნებდა თვალს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციურიხში ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. მათ შორის არიან: ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტები ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო, ასევე ედუარდო ლი, ხულიო როკა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი. ბრალი ასევე წარედგინათ ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის ექს-პრეზიდენტს, ახლო წარსულში ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯეკ უორნერსა და ნიკოლა ლეოსს.
”ისინი არანორმალურს და გიჟს მეძახდნენ, მაგრამ დღეს ჭეშმარიტების მომენტი დადგა და მე ამით სიამოვნებით ვტკბები. მათ სძულთ ფეხბურთი და მისი გამჭვირვალობა. კმარა ხალხის მოტყუება”, — ციტირებს მარადონას სააგენტო ”როიტერი“.
მანამდე დიეგო მარადონამ ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი არაერთხელ გააკრიტიკა. მაისში მარადონამ განაცხადა, რომ 79 წლის შვეიცარიელის პირობებში ორგანიზაციაში ანარქია გამეფდა.