საპარლამენტო კომიტეტები ეროვნული ბანკის ანგარიშს არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ

© photo: press-service of Parlament of Georgiaსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა ვერ უზრუნველყო ფასების სტაბილურობა, ხელი ვერ შეუწყო ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას - თვლიან პარლამენტში

თბილისი, 27 მაისი — Sputnik.  საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა საქართველოს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. დოკუმენტი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილებოდა.

 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, გაურკვეველია ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა და რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა 2013 და 2014 წლებში ინტერვენციის დროს.

 „გაურკვეველია ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა, კერძოდ, რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა ინტერვენციის დროს 2013 და 2014 წლებში. 2013 წლის ბოლოს იყო აბსოლუტურად სხვა მიდგომა ინტერვენციის მიმართ, 2014 წლის იგივე პერიოდში — სხვანაირი მიდგომა. თქვენ კი ახსენით თქვენს მოხსენებაში, მაგრამ ვფიქრობ მაინც გვჭირდება დაზუსტება“, — განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ. მისივე თქმით, ანგარიშში არ ჩანს, იყო თუ არა ხელმისაწვდომო სავალუტო რეზერვები წლის განმავლობაში

 დარგობრივი ეკონომოკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესისთვის ხდებოდა ე.წ. სიგნალების არასწორი მიწოდება. 

 “ერთის მხრივ, ყოველგვარი განცხადების გარეშე სიგნალად ითვლება სავალუტო რეზერვების დახარჯვა, რითაც ბიზნესი უნდა მიმხვდარიყო, რომ კურსის ცვლილება არ იყო უკონტროლო და მეორეს მხრივ ეროვნული ბანკი აკეთებს განცხადებას, რომ არ მოახდენდა სავალუტო რეზერვების ხარჯვას, ვინაიდან ეს იყო კონტრპროდუქტიული. ეროვნული ბანკის განცხადებებისაგან რადიკალურად განსხვავებული ქმედებები ქმნიდა პანიკას,რაც უფრო უწყობდა ხელს ლარის გაუფასურებას“ — აღნიშნა ტყემალაძემ.

 „მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების სათანადოდ შესრულება. კერძოდ, ვერ უზრუნველყო ფასების სტაბილურობა, ვერ უზრუნველყო საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა, ხელი ვერ შეუწყო ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, არ შეასრულა საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს 2014-2016 წლებში ფულად-საკრედიტო, სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში შეფასებული იქნას არადამაკმაყოფილებლად“ — განაცხადა მან.


ყველა ახალი ამბავი
0