თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თავის სამ მოადგილესთან — გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად, 27 მაისს სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახური იტყობინება.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. თეა წულუკიანი თავის უკრაინელ კოლეგა პაველ პეტრენკოს შეხვდება და საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებს გაცნობს.
„თეა წულუკიანისა და პაველ პეტრენკოს შეხვედრა 28 მაისს უკრაინის იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. საქართველოს დელეგაცია უკრაინის სახელმწიფო რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის, ასევე, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდება“ — აღნიშნულია ინფორმაციაში
29 მაისს თეა წულუკიანი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება და უკრაინის ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივსაც ესტუმრება.