თბილისში „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის იამზე დოლაბერიძის ვარსკვლავი გაიხსნება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იამზე დოლაბერიძემ და მისმა პარტნიორმა ფრიდონ სულაბერიძემ სახელი ცეკვა „ქართულის“ განსაკუთრებული შესრულებით გაითქვეს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ანსამბლ „სუხიშვილების“  ლეგენდარული სოლისტის,  სახალხო არტისტის იამზე დოლაბერიძის ვარსკვალავი მისი 80 წლის იუბილეზე საქართველოს დედაქალაქში 10 ივნისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მოცეკვავის ოფიციალურ საიტზე სოციალურ ქსელ Facebook-ში.

 სახალხო არტისტის იუბილესთან დაკავშირებით დედაქალაქის დიდ საკონცერტო დარბაზში იამზე დოლაბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტზე მაყურებლების წინაშე წარდგებიან ანსამბლები „სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“, „ქართული ხმების“ ძველი თაობა, ასევე ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე და სხვა შემსრულებლები.

 საიუბილეო კონცერტის დასრულების შემდეგ, ფილარმონიის წინ იამზე დოლაბერიძის სახელობის ვარსკვლავის საზეიმო გახსნა გაიმართება.

 „სუხიშვილების“ სახელგანთქმული სოლისტის შემოქმედებითი საღამოს ინიციატორი და ორგანიზატორია საქართველოს კულტურის პალატა და მისი პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. ღონისძიება ასევე თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

 შემოქმედებით საღამოზე ბილეთების ღირებულება 25 და 30 ლარი იქნება (დაახლოებით 11 და 13 დოლარი).

 იამზე დოლაბერიძემ და მისმა პარტნიორმა ფრიდონ სულაბერიძემ სახელი ცეკვა „ქართულის“ განსაკუთრებული შესრულებით გაითქვეს. სახალხო არტისტი ანსამბლ „სუხიშვილებში“ ჯერ კიდევ მათი შემქმნელების ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის პერიოდში ცეკვავდა. 

ყველა ახალი ამბავი
0