"თელასი" სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ელექტრომომარაგების სფეროში დაგეგმილი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების გამო, 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება დედაქალაქის რამდენიმე უბანს.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისის ელექტრომომარაგების სფეროში დაგეგმილი  სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების გამო, 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება დედაქალაქის რამდენიმე უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას, სააქციო საზოგადოება „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ შემდეგ უბნებს: 

საბურთალოს რაიონი

 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 და მე-13 კილომეტრების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, დელისის II და III ქუჩების,  თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, ინტენსიფიკაციის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბაგრატიონის, ტაშკენტის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, შარტავას, იოსებიძის, დები იშხნელების, კანდელაკის და შმიდტის ქუჩების   მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3  III მიკრორაიონის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბროსეს, ყიფიანის და მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდაუთის  ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III  მიკრორაიონის,  სარაჯიშვილის, კრუფსკაიას, კუიბიშევის, ანდრონიკაშვილის, რიონის, კაჭარავას და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გოგაშენის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის, ედისის, ახალდაბის და მოლითის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქი 9, სამხედრო ქალაქი 10, საექიმოს, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და დოდაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 კომპანია  „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.  სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ. 

ყველა ახალი ამბავი
0