თბილისი, 27 მაისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ზეწოლას რუსეთზე უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, განაცხადა დედოფალმა ელისაბედ II სამეფო სიტყვაში, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩემი მთავრობა განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რათა უზრუნველვყოთ უკრაინის ტერიტორიული და სუვერენული მთლიანობა, და მტკიცედ მოითხოვს მინსკის შეთანხმებების სრულ რეალიზაციას“, – ბრძანა დედოფალმა.
რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ არის კონფლიქტის მხარე და მეზობელ სახელმწიფოში კრიზისის დარეგულირებაში „ნორმანდიის ფორმატის“ ფარგლებში – გერმანიასთან, საფრანგეთსა და უკრაინასთან ერთად მონაწილეობს.
დასავლეთის ქვეყნებმა 2014 წლის მარტში, უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციათა პირველი პაკეტი შემოიღეს. შემდგომში ეს სანქციები გაფართოვდა. რუსეთმა საპასუხოდ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სანქცირების პოლიტიკაში მონაწილეობენ, სასოფლო-ამეურნეო პროდუქციის შეტანა აკრძალა.