თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ერაყულმა არმიამ, მოხალისეთა რაზმების დახმარებით, პროვინცია სალაჰ-ედ-დინში რამდენიმე რაიონი გაათავისუფლა და ახლა წარმატებით უტევს „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთ-ერთ უმსხვილეს პროვინცია ანბარში, იუწყება ოთხშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ერაყელ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.
სალაჰ-ედ-დინში გათავისუფლებულია რაიონები: ელ-დაჯეილი, სეიიდ-ელ-გრეიბი, ელ-ისჰაკი და ელ-ქასარათი. არსებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტები მასიურად გარბიან და ადგილზე ტოვებენ იარაღსა და დაღუპულებს.
გარდა ამისა, წარმატებით დაიწყო შეტევა პროვინცია ანბარში, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ადმინისტრაციულ ცენტრს ქალაქ ერ–რამადს აკონტროლებენ. ქალაქის ახლოს გათავისუფლებულია რაიონები: ელ-მაჯრა, ელ-უნკური და ტბა ელ-ჰაბანიას მახლობლად მდებარე ზონა.
სამშაბათს, ერაყმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო კამპანიის დაწყება პროვინცია ანბარისა და სხვა ტერიტორიების „ისლამური სახელმწიფო“ კონტროლიდან დასახსნელად. რეგულარულ არმიას დიდ დახმარებას უწევს ათასი მოხალისე, მათ შორის, შიიტები და ქურთები.