ჩელიაბინსკელი სპორტის ოსტატი პაუერლიფტინგში ელბრუს ნიგმატულინი აღიარებს, რომ ამ მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად 3 თვის მანძილზე ემზადებოდა. "არ დავმალავ: როდესაც ამ სახლს პირველად მივუახლოვდი, დავეჭვდი, დაახლოებით 30%ით ვიყავი დარწმუნებული, რომ რაიმე გამომივიდოდა. მაგრამ როგორც ითქმის, თვალებს ეშინიათ, ხოლო ფეხები აკეთებენ". – განაცხადა პაუერლიფტინგის ოსტატმა.
ნიგმატულინმა 30 ტონიანი ორსართულიანი სახლის სპეციალურ ლიანდაგებზე 3 მეტრის სიგრძეზე გათრევით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მანამდე კი ცნობილმა რუსმა სპორტსმენმა აწია და 44 წამის განმავლობაში მხრებზე მოკიდებული გაიჩერა 700 კილოგრამიანი აქლემი.
ელბურს ნიგმატულინი – სპორტის ოსტატი პაუერლიფტინგსა და არმრესლინგში, 2005 წლის შეიჯბრის "პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი" ვიცე ჩემპიონი, ტურნირის "რუსეთის ყველაზე ძლიერი ადამიანი" ოთხგზის ჩემპიონი. დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. გასული წლის ივნისში ნიგმატულინმა ჩელიაბინსკის გაგარინის სახელობის პარკში 8 წუთში 34 ტონიანი ეშმაკის ბორბალი დაატრიალა.