მედვედევმა ტექნოპარკში სობიანინს ეფექტური ძილის ხელსაწყოს მოსინჯვა შესთავაზა

გამოწერა
დიმიტრი მედვედევს აჩვენეს სამაჯური, რომელიც 4 საათში გამოძინების საშუალებას იძლევა. ხელსაწყო მაგრდება ხელის გულზე, ითვლის თავის ტვინის იმპულსებს და ღრმა ძილის ფაზას ახანგრძლივებს.

დიმიტრი მედვედევს აჩვენეს სამაჯური, რომელიც 4 საათში გამოძინების საშუალებას იძლევა. ხელსაწყო მაგრდება ხელის გულზე, ითვლის თავის ტვინის იმპულსებს და ღრმა ძილის ფაზას ახანგრძლივებს. "ყველა ჩვენგანს გვჭირდება ასეთი ხელსაწყო. როდესაც გაივარჯიშებთ, მე და სერგეი სერგეევიჩს (სობიანინი, მოსკოვის მერი)და მთავრობის ყველა წევრს გამოგვიგზავნეთ, რომ ყრილობაზე არ ჩაგვეძინოს", – ღიმილით განაცხადა რუსეთის პრემიერმა.  

კომანია "ნეიროკომმა" ასევე წარმოადგინა აპარატი, რომელიც მემანქანეებსა და მძღოლებს ჩაძინების საშალებას არ მისცემს – ის უკვე გამოიყენება "რუსეთის რკინიგზაზე". სპეციალისტების კიდევ ერთი ნამუშევარი საშუალებას იძლევა, ადამიანების ტემპურ–რითმული მახასიათებლების გაზომვის გზით, დაუსწრებლად განსაზღვროს ადამიანთა თავსებადობა კოსმონავტებისა და სამაშველო ჯგუფების ჩამოსაყალიბებლად ან საქორწინო სააგენტოებში.

რუსეთის მთავრობის მეთაურის ინტერესი "ნეიროფიტნესმაც" გამოიწვია.ეს არის ხელსაწყო, რომელიც ვარჯიშის დროს კონკრეტული მიმართულებით ყურადღების გამახვილებაში დაეხმარება ადამიანებს. "ესეც ძალიან საჭიროა, უნდა დავურიგოთ ზოგიერთ ამხანაგს, მთავრობის ყრილობებზე ამ სენსორით ვივლით და ყველას კონცენტრირებას ვაიძულებთ" – მედვედევმა განათლების მინისტრ დიმიტრი ლივანოვს მიმართა. დამამზადებელი კომპანიის წარმომადგენელმა პრემიერს წარმოუდგინა ხელსაწყო, რომელიც აზრის ძალის საშუალებით ფინჯანში წყლის დასხმის ან ვერტმფრენის მართვის შესაძლებლობასაც კი იძლევა

ყველა ახალი ამბავი
0