აბაშიძემ დაადასტურა კარასინთან შეხვედრის ფორმატის გაფართოება

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია აბაშიძე–კარასინის შეხვედრების ფორმატში ორივე ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს თითო წარმომადგენლის დამატებაზე.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ივნისის მეორე ნახევარში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან, შესაძლოა გაფართოებულ ფორმატში გაიმართოს. 

„საუბარია იმაზე, რომ დაემატოს ეკონომიკის სამინისტროს თითო წარმომადგენელი – იმ საკითხების ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ იქ განვიხილავთ“, – განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, „ეს ლოგიკურია, რამდენადაც ჩვენ იქ პრაქტიკული ხასიათის საკითხებს განვიხილავთ, ესენია ვაჭრობა და ეკონომიკა და ამიტომ უნდა იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები“, – განაცხადა აბაშიძემ. 

როგორც ზურაბ აბაშიძემ განმარტა, შეხვედრაში, როგორც ადრე, მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური უწყებების წარმომადგენლებიც.

ამასთან დიპლომატმა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება დიალოგის არაფორმალური ხასიათი. 

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შეწყვიტა.

დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში აბაშიძე-კარასინის რეგულარული შეხვედრების ჩარჩოში გრძელდება. შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას. მათზე ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის აღდგენაზე მსჯელობენ. მათზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის განახლების, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები წყდება.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0