მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მარგველაშვილმა ანჯეი დუდას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „უფლება და სამართლიანობის” კანდიდატმა ანჯეი დუდამ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მეორე ტური 25 მაისს გაიმართა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ოთხშაბათს, 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანჯეი დუდას პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.

”საქართველოსთვის პოლონეთის რესპუბლიკასთან მეგობრული და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანია. მტკიცედ მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობა და ისტორიული კავშირები თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენი ხალხების საერთო კეთილდღეობისთვის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება”, — აღნიშნულია მილოცვის ტექსტში. 

მარგველაშვილმა დუდას ”პოლონელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ოპოზიციური პარტია ”უფლება და სამართლიანობის” კანდიდატმა ანჯეი დუდამ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, რომელიც 25 მაისს გაიმართა. პოლონეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0