შავი ზღვის ფსკერზე 125 მეტრიანი ბიზანტიური გალერა იპოვეს

გამოწერა
ღრმა წყლის მკვლევართა კლუბის "Ростов-дайв" წევერბმა ამფორით დატვირთული ბიზანტიური ხომალდი აღმოაჩინეს 82 მეტრის სიღრმეზე.

ღრმა წყლის მკვლევართა კლუბის "Ростов-дайв" წევერბმა ამფორით დატვირთული ბიზანტიური ხომალდი აღმოაჩინეს 82 მეტრის სიღრმეზე. ისტორიული მეცნიერების კანდიდატის თქმით, რუსეთის სამეცნიერო ინსტიტუტის აღმოსავლეთმცოდნეობის თანამშრომლის ვიკტორ ლებედინსკის აღმოჩენა – იშვიათობაა. "გამოკვლევების დროს, რომლებიც  შავ ზღვაში მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ტარდება, ასეთი აღმოჩენის სულ სამი შემთხვევა გვქონდა", – განაცხადა მან.

ხომალდზე ასობით ამფორა აღმოაჩინეს, ბევრი მათგანი დაუზიანებელია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გემს ზეთი და ღვინო გადაჰქონდა. რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება მყვინთავებთან ერთად 10 ივნისს ბალაკლავას აკვატორიაში გამოსაკვლევ და ზღვის ფსკერიდან ანტიკური არტეფაქტების ამოსაღებ ოპერაციას ჩაატარებენ. ოპერაციაში ჩაერთვება რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ექვსი დამხმარე ხომალდი და წყალქვეშა რობოტი ”პანტერა+”.

ყველა ახალი ამბავი
0