ვაშაძე: „ნაცმოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიდროშა
დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ოთხმა აქტიურმა წევრმა დატოვა.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად ოთხი თანამოაზრის პარტიიდან გასვლისა, „ნაციონალური მოძრაობა“ განაგრძობს აქტიურ საქმიანობას და ხელისუფლებაში დაბრუნდება.

„მე მართლა არ მიმაჩნია, რომ ეს დიდი ტრაგედიაა. ვწუხვარ, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მოდით, ჯერ მათ აგვიხსნან მიზეზები და მერე გავაკეთოთ კომენტარები. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ და დავბრუნდებით ხელისუფლებაში“, – განაცხადა ვაშაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. 

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 25 მაისს დატოვეს – ზურაბ ჯაფარიძემ (‘ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი), გოგა ხაჩიძემ (საქართველოს პარლამენტის წევრი), პავლე კუბლაშვილმა (პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) და გიორგი მელაძემ (პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).  

როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, მათთვის მოულოდნელი იყო ყოფილი თანამოაზრეების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0