სოფელ თელადგორში გაზიფიცირება დაიწყო

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშიბუნებრივი აირი
ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გამოიყო.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელადგორში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. 

„საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” განახორციელა კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო   სამუშაოები“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში

დაგეგმილია 42 275 გრძივი მეტრის გაზსადენის გაყვანა. სამუშაოების დასრულების შემდეგ 945 ოჯახი მიუერთდება გაზის საერთო ქსელს. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 14 მუნიციპალიტეტის 75 სოფლის გაზიფიცირების მიზნით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 20 მილიონი ლარი გამოიყო. სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 


ყველა ახალი ამბავი
0