აშშ-ს ელჩმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

© tbilisi.usembassyაშშ-ს ელჩი საქართველოში -რიჩარდ ნოლანდი
აშშ-ს ელჩი საქართველოში -რიჩარდ ნოლანდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩი ნორლანდი ამერიკელი და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მიესალმა და რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში თავგანწირვისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნოლანდმა 26 მაისს, თბილისის ცენტრში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

 საზეიმო ღონისძიებებში ქართველ სამხედროებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც ერთად გაიარეს სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის პოლიგონზე, თბილისის მახლობლად. ახალწვეულთა საზეიმო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ, მათ ერთად, მარშით გაიარეს თავისუფლების მოედანზე. 

 ელჩი ნორლანდი ამერიკელი და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მიესალმა და რეგიონისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში თავგანწირვისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ელჩმა კიდევ ერთხელ მოულოცა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს“ — ნათქვამია აშშ-ს  საელჩოს ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.


ყველა ახალი ამბავი
0