საქართველოს პრემიერი ახალგაზრდული ოლიმპიადის გამართვას მოუთმენლად ელოდება

© фото - пресс-служба премьераირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი - 2015“ რომელსაც ღარიბაშვილმა საქართველოს ყველაზე მთავარი სპორტული ღონისძიება უწოდა, 25 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადა თბილისში მაღალ დონეზე ჩატარდება. 

 „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ოლიმპიადა თბილისში იმართება. სულმოუთქმელად ველოდებით ამ ღონისძიების გამართვას, იმედი მაქვს რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული“, — განაცხადა ღარიბაშვილმა სამშაბათს, 26 მაისს.

 აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმა რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გახსნილ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტენდთან გააკეთა.

 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი — 2015“, რომელსაც ღარიბაშვილმა საქართველოს ყველაზე მთავარი სპორტული ღონისძიება უწოდა, 25 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება. საქართველოში 13-დან 18 წლამდე ოთხი ათასამდე სპორტსმენი ჩამოვა მსოფლიოს 49 ქვეყნიდან. 

 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება საქართველოს დედაქალაქმა 2010 წლის ნოემბერში მოიპოვა. გადაწყვეტილება ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ასამბლეის სხდომაზე იქნა მიღებული. 

ყველა ახალი ამბავი
0