ალიევი: საქართველოს მოძმე ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიილხამ ალიევი
ილხამ ალიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ, ორი ხალხის კეთილდღეობის საქმეში, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცებაში, არსებით წვლილს შეიტანს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდელობის დღე მიულოცა.

„პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და მთელს თქვენს ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს — დამოუკიდებლობის დღეს“, — აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ მილოცვაში.

 ალიევის თქმით, აზერბაიჯანს და საქართველოს ხანგრძლივი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.

 „აღსანიშნავია, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული და საერთაშორისო სტრუქტურების ფარგლებში, ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება და სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია“, — აღნიშნავს პრეზიდენტი.

 აზერბაიჯანის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მსხვილმასშტაბიანი ეკონომიკური პროექტები, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებენ, ორი ხალხის კეთილდღეობის საქმეში, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამტკიცებაში, არსებით წვლილს შეიტანს.

 „ასეთ ღირსშესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს საქმეში, საქართველოს მოძმე ხალხს კი — მშვიდობასა და კეთილდღეობას“, — აღნიშნულია მილოცვაში.

ყველა ახალი ამბავი
0