მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლიტვაში აღნიშნეს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშივილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სიმბოლური დროშა, რომელსაც ლიტვის 200 მეტრიანი დროშა ჰქონდა შემოხვეული, კათედრალურ მოედანზე იყო გაფენილი. ის ლიტველმა სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გააკეთეს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ლიტვის და საქართველოს სიმბოლური დროშების გაშლის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვილნიუსში კათედრალურ მოედანზე გაიმართა.

 ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მიეძღვნა.

 „თქვენ ჩვენი ძმები და დები ხართ კავკასიაში. ლიტვას ესმის და აფასებს სქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.  ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს თავისუფლების, ტერიტორიების  დაკარგვა.  გვესმის, რას ნიშნავს საქართველოსთვის სწრაფვა, გახდეს ევროპული სახელმწიფო, ამიტომ, მხარს გიჭერთ“, — განაცხადა გრიბაუსკაიტემ, რომლის სიტყვებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 ამასთან პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ. 

 „ლიტვის დროშა, რომელიც დღეს საქართველოს დროშას აქვს შემოვლებული, საქართველოს მხარდაჭერისა  და ჩვენი ქვეყნების ერთიანობის სიმბოლოა“, — განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

 საქართველოს სიმბოლური დროშა, რომელსაც ლიტვის 200 მეტრიანი დროშა ჰქონდა შემოხვეული, კათედრალურ მოედანზე იყო გაფენილი. ის ლიტველმა სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გააკეთეს. 

 საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამი წელი იარსება. ქვეყნის დამოუკიდელობა 1991 წელს აღდგა.


ყველა ახალი ამბავი
0