”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის” პრესკონფერენცია

© photo: Sputnikთბილისის პრესცენტრი
თბილისის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმის მსვლელობისას თბილისში მომხდარ რამდენიმე ინცინდენტს ეძღვნება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ოთხშაბათს, 27 მაისს, 12.00 საათზე რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში საზოგადოებრივი მოძრაობა ”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის” პრესკონფერენცია გაიმართება.

 პრესკონფერენცია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმის მსვლელობისას თბილისში მომხდარ რამდენიმე ინცინდენტს ეძღვნება. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ორგანიზაცია ”თავისუფალი ზონის” ფუნქციონირების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავენ.

 პრესკონფერენციაში მონაწილეობენ:

”მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის” პრეზიდენტი რევაზ გოგიძე;

გენერალი ტრისტან წითელაშვილი;

ორგანიზაცია ”საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის” თავმჯდომარე ნოდარ ცოტნიაშვილი;

”ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს” დირექტორი თენგიზ ჩხიკვაძე;

”საქართველოში აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” პრეზიდენტი ალი ბაბაევი;

პოლიტოლოგი, ”ევრაზიის ინსტიტუტის” თანამშრომელი შოთა აფხაიძე.

 ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

 თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.

ტელეფონები: 224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0