რუსეთში ამნისტიით თითქმის 34 ათასი ადამიანი გათავისუფლდა

© фото - public domainდაპატიმრება
დაპატიმრება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ვალერი მაკსიმენკომ განაცხადა, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული ამნისტიით 33604 ადამიანი გათავისუფლდა, მათ შორის 4099 ადამიანი გამოსასწორებელი კოლონიებიდან.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ამნისტია, რომელიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადდა, უკვე თითქმის 34 ათას ადამიანს შეეხო, იუწყება სამშაბათს რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

 ”22 მაისისათვის, გათავისუფლებულია 33604 ადამიანი, მათ შორის 4099 ადამიანი გამოსასწორებელი კოლონიებიდან”, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ვალერი მაკსიმენკომ.

 მაკსიმენკოს მონაცემებით, 15 ადამიანი გათავისუფლდა  ძნელად აღსაზრდელთა კოლონიებიდან. ასევე ამნისტია შეეხო 28327 ადამიანს, რომლებიც სისხლის სამართლის აღსრულების ინსპექციებში აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ.

”საგამოძიებო იზოლატორიდან წინასწარი გამოძიების მოკვლევის ორგანოების, სასამართლოებისა და  საგამოძიებო იზოლატორების უფროსების გადაწყვეტილებების საფუძველზე (იმ ბრალდებულებთან მიმართებით, რომელთა განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა) 1163 ადამიანი გათავისუფლდა”, — დააზუსტა უწყების წარმომადგენელმა. 

 როგორც უფრო ადრე გახდა ცნობილი, ამნისტია ნახევარი წლის მანძილზე გაგრძელდება. ამ პერიოდში 60 ათასამდე ადამიანს გაათავისუფლებენ.


ყველა ახალი ამბავი
0