საქართველომ 26 მაისს ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა.
საქართველომ 26 მაისს ეროვნული დღესასწაული – დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართა.
სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ორი სამხედრო მანქანა შექმნა, რომლის დემონსტრირებაც რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გაიმართა. სურათზე მრავალფუნქციური სადაზვერვო-გამანადგურებელი უპილოტო ვერტმფრენია აღბეჭდილი. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერტმფრენს როგორც სადაზვერვო საქმიანობის წარმოება, ასევე ჰაერიდან მიზნის განადგურებაც შეუძლია.
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული სახალხო დღესასწაული უწოდა, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე მიმდებარე მკვეთ ქუჩებზე, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა.