იმიერბაიკალში ხანძრის ფართობი 7 ათას ჰექტრამდე გაიზარდა

© photo: Sputnik / Евгений Епанчинцев / გადასვლა მედიაბანკშიტყის ხანძართან ბრძოლა
ტყის ხანძართან ბრძოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარს აქრობს 1000–ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 359 პარაშუტისტი–მედესანტე, მოქმედებს ტექნიკის 168 ერთეული. გასულ კვირაში სინოპტიკოსები რეგიონში ტემპერატურის მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყებოდნენ, რაც ხანძარსაშიშროებას ზრდის.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. იმიერბაიკალში ტყის ხანძრების ფართობმა დღე–ღამეში დაახლოებით 7 ჰექტარს მიაღწია და ჯამში 65 ათას ჰექტარს გადააჭარბა, ამასთან ცეცხლის კერების რაოდენობა შემცირდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ მხარის სახელმწიფო სატყეო სამსახურზე  დაყრდნობით.

 უწყების მონაცემების მიხედვით, ორშაბათს რეგიონში ხანძრის 41 კერა მოქმედებდა, რამაც 57 489 ჰექტარი მოიცვა. მათგან 12  –  8381 ჰექტარზე – ლოკალიზებულია.

 „იმიერბაიკალის სატყეო ფონდის ტერიტორიის მიწებზე ხანძრის 33 კერა მოქმედებს 65 270 ჰექტარ ფართობზე, მათ შორის 7 – საერთო ფართობით 11 606 – ლოკალიზებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ხანძრის კერები მოქმედებს მხარის 12 რაიონში: აკშინსკის, ალესანდროვო–ზავოდსკოის, ბალეისკის, დულდურგინსკის, ოლივიანინსის, პეტროვსკ–ზაბაიკალსკის, კარიმსკის, კრასნოჩიკოისკის, კირინსკის, ულეტოვკის, ხილოკსკის და ჩიტის რაიონებში.

 ხანძარს  1000–ზე მეტი ადამიანი აქრობს, მათ შორის 359 პარაშუტისტ–მედესანტე, მოქმედებს ტექნიკის 168 ერთეული.

 გასულ კვირას სინოპტიკოსები რეგიონში ტემპერატურის მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყებოდნენ, რაც ხანძარსაშიშროებას ზრდის.

 ციმბირსა და იმიერბაიკალში ბუნებრივი ხანძარი მძვინვარებს. აპრილში ჰაკასეთში ხანძარმა დაახლოებით 40 დასახლებული პუნქტი მოიცვა. დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დარჩა საცხოვრებლის გარეშე, არიან დაღუპულებიც. რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ჰაკასეთში ხანძრით დაზიანებული და განადგურებული სახლების ჯამურმა რაოდენობამ 1678 შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0