ბოკერია: მედიკოსების ურთიერთობაზე პოლიტიკას გავლენა არა აქვს

© photo: Sputnik / Сергей Субботин / გადასვლა მედიაბანკშიაკადემიკოსი ლეო ბოკერია
აკადემიკოსი ლეო ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული საგარეო პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, რუსეთის ურთიერთქმედება დასავლეთის ქვეყნებთან და უკრაინასთან გულსისხლძარღვთა ქირურგიის სფეროში კვლავ თბილი და კეთილმოსურნეა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავარმა კარდიოქირურგმა ლეო ბოკერიამ.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რთული საგარეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, რუსეთის ურთიერთქმედება დასავლეთის ქვეყნებთან და უკრაინასთან გულსისხლძარღვთა ქირურგიის სფეროში კვლავ თბილი და კეთილგანწყობილია, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” რუსეთის ფედერაციის მთავარმა კარდიოქირურგმა, ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ლეო ბოკერიამ.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ში ორჯერ იმყოფებოდა — გულმკერდის ქირურგების ამერიკულ კონგრესზე და თორაკალური ქირურგების ამერიკულ ასოციაციაში, რომელსაც მომავალ წელს 100 წელი შეუსრულდება. ასევე, მისი თქმით, იგი იმყოფებოდა გულსისხლძარღვთა და გულმკერდის ქირურგების აზიის კონგრესზე ჰონკონგში. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ყველა ეს შეხვედრა თბილი და კეთილგანწყობილი იყო. 

”აზიის კონგრესმა 2018 წელს თავისი ყრილობის რუსეთში, მოსკოვში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თან ისინი მთხოვდნენ კენჭისყრის გადაწყვეტილებაზე მესაუბრა შემდეგნაირად: რომ გადაწყვეტილება მიიღეს არა უბრალოდ ერთხმად, არამედ — ერთსულოვნად. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოსკოვში წასვლა, სულ პრეზიდიუმის ხმის მიმცემთა რაოდენობა კი 20-ზე მეტი ადამიანი იყო. გასულ კვირას, ჩვენი ცენტრის XIX ყოველწლიური სესიის გახსნაზე, როდესაც ა. ნ. ბაკულოვის და ვ. ი. ბურაკოვსკის პრემიების შესახებ აცხადებდნენ და ნიკოლაი ლეონტის ძე ვოლოდოსის გვარი გამოაცხადეს მისი 80-იან წლებში პიონერული შრომებისთვის, პირველები, ვინც მისი დაჯილდოებისას დარბაზში ფეხზე ადგნენ, ამერიკელი სპეციალისტები იყვნენ, რადგანაც მათ ზუსტად იგრძნეს იმის მნიშვნელობა, რაც საბჭოთა მეცნიერმა გააკეთა”, — განაცხადა ბოკერიამ.

 დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, იმ მოტივით, რომ როცა უკრაინამ გასული წლის აპრილში, დონბასში სახელმწიფო გადატრიალებით უკმაყოფილო  რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალისმიერი ოპერაცია დაიწყო, მოსკოვი უკრაინის საქმეებში ჩაერია. რუსეთი ამგვარ ბრალდებებს მიუღებელს უწოდებს. მოსკოვმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ შიდა უკრაინულ კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მონაწილე არ არის და  დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გადალახოს.

ყველა ახალი ამბავი
0