აჭარაში მამაკაცი ”სასწრაფო დახმარების” მანქანის გატაცებას შეეცადა

© facebook.com/CityHallofTbilisiსამაშველო სამასახური
სამაშველო სამასახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ ბრალდებული არ დააკავა, რადგანაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. მამაკაცი, რომელიც დაბა ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის გატაცებას ცდილობდა, სავარაუდოდ, ფსიქიკური აშლილობითაა დაავადებული, იუწყება სამშაბათს, 26 მაისს შსს-ს პრეს-სამსახური.

 პოლიციამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ ბრალდებული არ დააკავა, რადგანაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 ინციდენტი 04:00 საათზე მოხდა. ამის შესახებ კომენტარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მონიტორინგისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემაც გააკეთა.

 ”დამნაშავე მანქანით მიმალვას ცდილობდა, მაგრამ მისი გატაცების შემდეგ ავარიაში მოყვა. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანა. გატაცების მომენტში ექიმები და მანქანის მძღოლი სასწრაფო დახმარების ცენტრის შენობაში იმყოფებოდნენ”, — განაცხადა გოგიტიძემ.

 საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-19 მუხლით (სატრანსპორტო საშუალების გატაცების მცდელობა), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0