საქართველოში ახალი სამხედრო ტექნიკის დემონტრირება მიმდინარეობს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ”დელტამ” სპეციალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, სამედიცინო საევაკუაციოს მანქანა შექმნა, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილებისა და დაღუპულების გამოყვანისთვის არის გათვალისწინებული.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ორი სამხედრო მანქანა შექმნა, რომლის დემონსტრირებაც რუსთაველის გამზირზე საქართველოს    დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოფენაზე შედგა.

სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ”დელტამ” სპეციალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო საევაკუაციო მანქანა შექმნა, რომელიც ბრძოლის ველიდან დაჭრილებისა და დაღუპულების გამოსაყვანად არის გათვალისწინებული. მანქანა 10 ტონას იწონის.

უწყების ინფორმაციით, მანქანის ძრავი და სავალი ნაწილი ფირმა ”ფორდის” ბაზაზე აეწყო. ძრავის სიმძლავრე 356 ცხენის ძალას შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე საათში 80 კილომეტრია. მანქანას ორშრიანი ჯავშანი იცავს.

სანიტარული მანქანის გარდა, კომპანიამ ასევე შეიმუშავა მრავალფუნქციური სადაზვერვო-გამანადგურებელი უპილოტო ვერტმფრენი. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ვერტმფრენს როგორც სადაზვერვო საქმიანობის წარმოება, ასევე ჰაერიდან მიზნის განადგურებაც შეუძლია.

საფრენი აპარატი აღჭურვილია "Minigun" М134-ის ტიპის ორი ექვსლულიანი ტყვიამფრქვევით და რვა უმართავი საავიაციო რაკეტით. ფრენის სიმაღლე სამი კილომეტრია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე — 180 კმ საათში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალხო სეირნობის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო და სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ”დელტა” თბილისის მოსახლეობას სამხედრო მრეწველობის იმ მიღწევებსაც წარუდგენს, რომლებიც წლების წინ იქნა შემუშავებული. კერძოდ, გამოიფინება ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი-1“, ”დიდგორი-2”, ”დიდგორი-3”,  ინტეგრირებული ქსელის ავტომობილი, მუხლუხიანი სამხედრო ავტომობილი ”ლაზიკა” და სარაკეტო სისტემა RS-122.

 


ყველა ახალი ამბავი
0