გიორგი მარგველაშვილი: საქართველო კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მომავალ გამარჯვებებსაც ნიშნავს.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

”გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს და მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, ჩვენს მრავალეროვან ქვეყანას და იმათ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და დამოუკიდებლობის დღეს საზღვარგარეთ აღნიშნავს… დღეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას ვზეიმობთ”, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვისას საქართველოს ისტორია და ის გმირები გაიხსენა, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

”ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილთა წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით, შრომით და შემოქმედებით შესაძლებელი გახადეს დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო”, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მომავალ გამარჯვებებსაც ნიშნავს. 

”დღეს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, რადგანაც დარწმუნებულნი ვართ, რომ დღეს აქ მდგომი და ჩვენი მომავალი თაობები საქართველოს გაძლიერებას, გაერთიანებას მოესწრებიან”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0