FT: ევროკავშირი საპარტნიოროდ მეგობრებს ფრთხილად არჩევს

© photo: Sputnik / Юрий Абрамочкин / გადასვლა მედიაბანკშირიგა
რიგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დროდადრო ძალზე დაძაბული სამიტის განმავლობაში უთანხმოება მხოლოდ ევროკავშირის აღმოსავლური მისწრაფებების განხილვისას კი არ ხდებოდა, არამედ მეზობელთა შორისაც, რომელთაგან ზოგი ევროკავშირს უჭერს მხარს და ზოგიც რუსეთს.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. პარასკევს, 22 მაისს ევროკავშირმა კვლავ აღუთქვა ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას კავშირების გამყარება. თუმცა მისი წარმომადგენლები ძალიან ფრთხილობდნენ და მომავალი წევრობის თაობაზე არანაირ დაპირებას არ იძლეოდნენ, რათა მოსკოვი არ გაეგულისებინათ, წერს ალექს  ბარკერი ბრიტანულ გამოცემაში „ფაინენშლ თაიმსი“, ნათქვამია პორტალზე „ინოსმი“.

დროდადრო ძალზე დაძაბულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ჩატარდა რიგაში, უთანხმოება ხდებოდა არა მხოლოდ ევროკავშირის აღმოსავლური მისწრაფებების გამო, არამედ მეზობელთა შორისაც, რომელთაგან ზოგი ევროკავშირს უჭერს მხარს და ზოგიც რუსეთს. 

ეს ორდღიანი სამიტი, რომელშიც 34 სახელმწიფო მონაწილეობდა, ჩატარდა პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც იმთავითვე მიმართული იყო ექვსი აღმოსავლური სახელმწიფოს ევროკავშირთან დაახლოებისკენ. მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირში უფრო სწრაფ ინტეგრაციას მოითხოვენ მაშინ, როცა  სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსი დიდწილად კრემლზე არიან ორიენტირებულნი. 

აღიარეს რა, რომ სამიტმა არ მოიტანა არანაირი სერიოზული გარღვევა, ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავად ოცი ევროპელი ლიდერის აღმოსავლელ კოლეგებთან რიგაში შეხვედრის ფაქტი არის უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელოვანი დასტური. 

„ზოგიერთი აღმოსავლელი პარტნიორის „ევროპული მისწრაფებები და არჩევანი“ შემაჯამებელი დოკუმენტის 13 გვერდზე გაიწერა, მაგრამ იგი არ შეიცავს არანაირ ერთმნიშვნელოვან ფორმულირებას, რომელიც ამ კავშირში პოტენციურ გაწევრიანებას შეეხებოდა. მასში ნახსენებია მითითება უკრაინისთვის 1.8 მილიარდიანი აშშ დოლარის ოდენობის ვალის ჩამოწერის თაობაზე და დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო ახლოს არიან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერასთან“. 

მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტის ტექსტი შეიცავს ისეთსავე  ფორმულირებებს  „მისწრაფებებთან“ მიმართებაში, როგორებსაც შეიცავდა წინა სამიტების შემაჯამებელი დოკუმენტები, მისი საბოლოო ვარიანტი განიხილება როგორც ევროკავშირის გაფართოების მომხრე ქვეყნების პრესტიჟის გადამრჩენელი გამარჯვება, რომლებიც ამ კვირის ბოლომდე შიშობდნენ, რომ დოკუმენტის ტექსტში უფრო რბილი ფორმულირებები შევიდოდა. 

ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა (Donald Tusk) აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილეებმა, აღიარეს რა ევროკავშირის შიგნით საპირისპირო თვალსაზრისების მორიგების კუთხით სირთულეების არსებობა, დაადასტურეს თავიანთი „მყარი ერთგულება“. 

„არავის აღუთქვამს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირში ავტომატურად გაწევრიანებას ნიშნავს“, — აღნიშნა ტუსკმა და დაამატა, რომ დეკლარაციამ, მცირედით აჩვენა, რომ „ჩვენი განზრახვები კვლავ ძველებურია“. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  შეეცადნენ აქცენტის გაკეთებას, რომ სამიტი არ იყო მიმართული კრემლის წინააღმდეგ. მათ ხაზი გაუსვეს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა არ უნდა აგვერიოს ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისადმი  სწრაფვაში.

ქალბატონმა მერკელმა აღნიშნა, რომ პარტნიორობა — ეს „ევროკავშირის გაფართოების კი არა, დაახლოების ინსტრუმენტია“, ხოლო ბატონმა ოლანდმა დაამატა, რომ პარტნიორობის პოლიტიკა არ უნდა გადავაქციოთ „რუსეთთან მორიგ კონფლიქტად“. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რამდენიმე კვირა დაკარგა რთულ მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანიც მისი წევრების პოზიციების შეთანხმება იყო, თავად სამიტზე კამათი ძირითადად ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის მიმდინარეობდა. დეკლარაციის ერთ-ერთ პუნქტზე  – რომელშიც დაგმობილი იყო „ყირიმის უკანონო ანექსია“ – ხანგრძლივი დებატების შემდეგ, მისმა საბოლოო ფორმულირებამ საშუალება მისცა სომხეთსა და ბელორუსს, შეენარჩუნებინათ პრორუსული პოზიცია. 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მსოფლიომ დაგმო ყირიმის ანექსია და თუ „რომელიმე მხარეს ეს არ ესმის, ეს არა მსოფლიოს, არამედ კონკრეტული ქვეყნის პრობლემაა“.

მთიანი ყარაბაღის თაობაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის კამათმა პარასკევს, დილით დაგეგმილი შეხვედრის გადადება გამოიწვია. ამის გამო დონალდ ტუსკი იძულებული გახდა, მოეწოდებინა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისათვის, მოეძებნა შეთანხმების გზები. 


ყველა ახალი ამბავი
0