თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რუსეთმა ევროკავშირისგან 2 ივნისისთვის მიწვევა მიიღო ბრიუსელში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების საკითხზე სამმხრივი საექსპერტო კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„ჩვენ, ევროპული მხარისგან მიწვევა მივიღეთ 2 ივნისს, ბრიუსელში დაგეგმილ წინასწარ საექსპერტო კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ჯერ უცნობია უკრაინელების რეაქცია, თუმცა, მზად ვართ მომავალ კვირაში მონაწილეობა მივიღოთ მსგავს კონსულტაციებში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსეი ლიხაჩოვმა.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ მინისტრების დონეზე გამართული ბოლო კონსულტაციები, პრინციპში, წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. მიღწეულია შეთანხმება, რომ გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები მინიმიზაციის კუთხით, შესაბამისად, რუსეთისთვის (რისკებია) რიგ სფეროებში“, – აღნიშნა ლიხაჩოვმა.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუსულ მხარეს ეს მოლაპარაკებები ესმის როგორც გარკვეული ურთიერთვალდებულებითი იურიდიული კონსტრუქციების მიღება ამ სფეროებში. ანუ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მომდევნო კოსულტაციების მიმდინარეობისას სწორედ ეს იურიდიული კონსტრუქციები განვიხილოთ და აქტიურად ვიმუშაოთ მათზე მთელი ივნისის თვის განმავლობაში იმისათვის, რომ ივლისში გადაწყვეტილების შესაბამისი პროექტები მინისტრების სამსჯავროზე წარვადგინოთ“, – დაამატა ლიხაჩოვმა.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა განაცხადა, რომ რუსეთი 2016 წლის 1 იანვრიდან უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შეთანხმების იმპლემენტაციას აღარ აპროტესტებს, თუმცა ევროკავშირი–უკრაინის ფორმატში რუსეთი სამმხრივ კონსულტაციებს განაგრძობს.