თბილისის გარეუბნის ნაგავსაყრელი დასასვენებელ პარკად გადაიქცევა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო და ველობილიკები, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, რომლებიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. თბილისის მერიამ „უპრეცედენტო პროექტის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც  500 000 კვ.მ. ფართობზე, ადრე არსებული სამშენებლო მასალების ნაგავსაყრელის ადგილას, დასასვენებელი პარკის მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრული რეკონსტრუქცია იგეგმება.

 „ეს ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ახალი ფუნქციით დაიტვირთება და იქ ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება… შედეგად მივიღებთ ისეთ სივრცეს, როგორიც ბევრ მოწესრიგებულ ქალაქში არსებობს“, — განუცხადა ჟურნალისტებს ორშაბათს, 25 მაისს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

 მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო და ველობილიკები, მოეწყობა საფეხმავლო ხიდები, რომლებიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ერთმანეთთან, დააკავშირებს, ასევე ფუნქცია მიენიჭება მტკვარზე არსებულ ერთადერთ კუნძულს. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. ახალი პარკის ტერიტორიაზე აშენდება კაფეები, მცირე ზომის სასტუმროები, საგამოფენო პავილიონები და სხვა. 

 „პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დედაქალაქში ტურიტების მატებას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და თბილისელთა დასაქმებას“, — განაცხადა ნარმანიამ. 


ყველა ახალი ამბავი
0